საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს.
განყოფილების ძირითადი საქმიანობის სფეროა სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნა, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიური ურთიერთობა, თანამშრომლობა, სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების საზოგადოებისათვის ობიექტურად წარმოჩენა.
2. სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო–სამეცნიერო პროცესების, დაგეგმილი ან განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების საჯაროობის უზრუნველყოფა; 3. უნივერსიტეტების, სამეცნიერო და სხვა დაწესებულებების დელეგაციების მიღების ორგანიზება.
4. საზოგადოებაში უნივერსიტეტის პოპულარობის ხარისხის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
5. სხვადასხვა სახის ღონისძიებების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება;
6.უნივერსიტეტში კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზება;
7.პრესრელიზების, საინფორმაციო მასალების მომზადება;
8.უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე განსათავსებლად შესაბამისი სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება.