2013 წლის 22 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართა. ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს  კანონის  შესაბამისად, აკადემიურმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით რექტორად  თეონა ხუფენია აირჩია.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო შედგება სამი წევრისაგან, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში დარეგისტრირებული იყო ორი კანდიდატი: გიორგი ფარულავა და თეონა ხუფენია.

არჩევნებში ხმები შემდეგი სახით განაწილდა: გიორგი ფარულავა –0, თეონა ხუფენია – 3.