13 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ინტელექტუალური  თამაში „რა? სად? როდის?“ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის 37 სკოლას შორის. მონაწილეობა  7–12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. შეჯიბრის ფინალური ეტაპი თბილისში გაიმართება. ღონისძიების ძირითადი მხარდამჭერები არიან საქართველოს ახალგაზრდული დეპარტამენტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო.