მიმდინარე წლის 21-23 მაისს ქალაქ პოზნანში, (პოლონეთი), ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართა ERASMUS MUNDUS პროექტის ფარგლებში, პროგრამა EMINENCE -ის პარტნიორი უნივერსიტეტების შეხვედრა, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბენეფიციარი უნივერსიტეტები, ისე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არიან პარტნიორი უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულებები. შეხვედრაზე საქართველოს წარმოადგენდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შეხვედრაზე განიხილეს გასული წლის კონკურსის შედეგები, ასევე დაისახა მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, პარტნიორ უნივერისტეტებს წარმოედგინათ პროგრამის მიმდინარეობის ფარგლებში წამოჭრილი პრობლემები და შესაბამისი რეაგირებები. მიმდინარე წლის ფარგლებში, საქართველო იყო ლიდერი კონკურსანტთა რაოდენობის თვალსაზირისთ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული უნივერსიტეტებისა და ქართველი სტუდენტების დაინტერესებას ადგილზე გაეცნონ ევროპულ განათლებას და ასევე შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც საერთაშორისო პროექტის ფარგლებში იძენს სტუდენტი.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს პროექტის გამჭვირვალობისა და ხარისხის უზრუნველყოფის  კომიტეტების ჩამოყალიბების საკითხები. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ბელა მოსია დასახელდა ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის წევრად. 

მოგახსენებთ, რომ 2012-13 სასწავლო წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს უკვე ჰყავს პირველი ერასმუსელი სტუდენტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის, ინგლისური ფიულოლოგიის მეოთხე სემესტრის სტუდენტი ელენე ნადარაია, რომელიც 13 აგვისტოს მიემგზავრება შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში, ათი თვე, (ერთი აკადემიური წელი), 60 კრედიტის სასწავლო პროგრამის გასავლელად.