დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში - გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო მიერ განხორცელებული პროგრამის ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი (ITEP)  ფარგლებში, IFES საქართველო აცხადებს საუკეთესო სტუდენტური აკადემიური ნამუშევრების შესარჩევ კონკურს:

  1. კონფერენციაში მონაწილეობა:

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სამოქალაქო განათლების კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობა“ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს IFES საქართველოს  შემდეგი პარტნიორი უნივერიტეტებიდან:

  • გრიგოლ რობაქიძეს სახელობის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერიტეტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • საქართველოს უნივერსიტეტი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • თელავის იაკობ გოგებაშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  1. კონფერენციის ვადები და მონაწილეთა შერჩევა
  • კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, რომ 2013 წლის 10 ივნისამდე შეავსოთ  განაცხადი და გამოაგზავნოთ თემის აბსტრაქტი ქართულ ენაზე (მოცულობა: 650/750 სიტყვა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ifes.ge თემის ველში მიუთითეთ: „2013 დემოკრატია და მოქალაქეობა ესეების კონკურსი.თქვენს მიერ წარმოდგენილი ნამუშვერები განიხილება და შერჩეულ კანდიდატებს ვთხოვთ წარმოდგენილ აბსტრაქტზე დაყრდნობით IFES საქართველოს სამოქალაქო განათლების კონფერენციისთვის მოამზადონ აკადემიური ნაშრომი. დაგვიანებით გამოგზავნილი განაცხადები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომი. პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
  • 2013 წლის 14 ივნისამდე კონფერენციის მონაწილეთა შესარჩევი კომისია შეარჩევს და დაუკავშირდება ნაშრომის საუკეთესო აბსტრაქტის ავტორებს.  
  • აკადემიური ნამუშევრების (შერჩეული აბსტრაქტების) წარდგენის ბოლო ვადა 2013 წლის 5 ივლისი.
  • 8 ივლისისთვის IFES დაასახელებს იმ ნამუშევრებს, რომელთა ავტორებიც მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში (საუკეთესო აკადემიური ნაშრომების ავოტრები)
  • საუკეთესო აკადემიური ნაშრომის ავტორები 2013 წლის 11-12 ივლისს, კონფერენციაზე წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
  1. ჯილდო:

IFES საქართველო გამოაქვეყნებს საუკეთესო აკადემიურ ნაშრომებს და ავტორებს გადასცემს კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.  2013 წლის ზაფხულში, კონფერენციის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ IFES საქართველოს მიერ შავი ზღვის სანაპიროზე ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში სახელწოდებით „დემოკრატია და მოქალაქეობა“.

 

 

დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში - გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

 

განაცხადის ფორმა

 

სახელი:

გვარი:

უნივერსიტეტი:

ფაკულტეტი/სპეციალიზაცია:

კურსი:

 

გთხოვთ მონიშნოთ როდის და რომელ სემესტრში გაიარეთ ან გადიხართ სამოქალაქო განათლების კურსსდემოკრატია და მოქალაქეობა“?

 

2011/2012 აკადემიური წელი

 

       
 

გაზაფხულის სემესტრი

 

შემოდგომის სემესტრი

 

  ☐                                                                                                                     

 

2012/2013 აკადემიური წელი

 

       
 

გაზაფხულის სემესტრი

   

შემოდგომის სემესტრი

 

 

  ☐                                                                                                                     

 

 

გთხოვთ, მოუთითეთ თქვენი კურსის ხელმძღვანელის

(ლექტორის) სახელი და გვარი:

 

გთხოვთ, მონიშნეთ ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან რომელ კატეგორიას შეესაბამება თქვენი თემა?

სამოქალაქო საზოგადოება და ამომრჩეველთა ჩართულობა

არჩევნები და სამოქალაქო კონსენსუსი

ხელისუფლების შეზღუდვა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა

სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა და სოლიდარობა

ქალთა მონაწილეობა არჩევნებში - ქალი როგორც კანდიდატი და/ან ამომრჩვეელი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში

  ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა

უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვა

დემოკრატიული ინსტიტუტები და ადგილობრივი თვითმმართველობა

ეკლესია და სახელმწიფო

ახალი მედია/საკომუნიკაციო ტექნოლოგიები  და დემოკრატია

ახალგაზრდების როლი საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესში

სხვა კატეგორია

 

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი აკადემიური ნაშრომის სახელწოდება:

 

 

 

 

 

 

 

 

ინსტრუქციები

 

თქვენი აბსტრაქტის მოსამზადებლად გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები. ნიმუში წარმოდგენილია მომდევნო გვერდზე. გისურვებთ წარმატებას! (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობაა 650/750)

 

 

აბსტრაქტის სტრუქტურა და შინაარსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

  • შესავალი

            შესავალში მკაფიოდ უნდა მოხდეს არსებული პრობლემის დასმა.

 

 

  • ძირითადი ნაწილი

პრობლემის ანალიზი უნდა მოხდეს მთავრობის, არსებული რეგულაციების, ადამიანის უფლებებისა და კანონის დარღვევის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით. ასევე გათვალიწინებული უნდა იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მოქალაქეთა თანამონაწილეობა პრობლების გადაჭრაზე მიმართულ ადვოკატირების კამპანიაში.

 

  • დასკვნა

დაკსვნაში წარმოადგინეთ ის მთავარი მიგნებები, რომლებიც ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღეთ. ავტორმა უნდა წარმოადგინოს რეკომენდაციები, გარკვეული სამოქმედო გეგმა პრობლემის გადასაჭრელად.

 

რჩევები წარმატებული აბსტრაქტის მოსამზადებლად:

 

  • წარმოადგინეთ ყველაზე დიდი პრობლემა/ გამოწვევა, რომელიც თქვენი მოსაზრებით ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიული პროცესის განვითარებას (და განმარტეთ რატომ თვლით ასე).
  • თქვენი არგუმენტების გასამყარებლად გამოიყენეთ ის ცოდნა, რომელიც მიიღეთ კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობა“ ფარგლებში, განსაკუთრებით სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანების უფლებებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებზე
  • წარმოადგინეთ პრობლების გადაჭრის გზები

 

იყავით კრეატიულები, თუმცა თქვენი არგუმენტები წარმოადგინეთ ფაქტებზე და არა მოსაზრებებზე დაყრდნობით!

 

შენიშვნა: 2013 წლის 14 ივნისისთვის მხოლოდ შერჩეული კანდიდატები მიიღებენ შეტყობინებას  ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო ზარის საშუალებით.

 

აკადემიური ნაშრომის აბსტრაქტის ასაგებად შემდეგი სტრუქტურით იხელმძღვანელეთ.

 

 

  1. შესავალი

 

 

 

  1. ძირითადი ნაწილი

 

 

 

  1. დასკვნა