13 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში თვითმმართველობის სპორტის სექციის ინიციატივით გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში, ღონისძიება მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის   დამკვიდრების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა 30 სტუდენტი. შეჯიბრი გაიმართა 80კგ–მდე და 80კგ-ს ზემოთ  წონით კატეგორიებში. შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ მედლები და ფასიანი საჩუქრები.