ლევან ბერძენიშვილი სტუმრად შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

მიმდინარეობს საიტის განახლება

13 ივნისს შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს,  არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სახლის“  ინიციატივითა და მოწვევით, რომლის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაა, პროფესორი  და პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი ესტუმრა. შეხვედრა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.  საჯარო ლექცია, რომელიც მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობასა და დანიშნულებას  ეხებოდა, სტუდენტებთან ერთად სამთავრობო და არასამთავრობო უწყების წარმომადგენლებმაც მოისმინეს. ლექციის ბოლოს თემაზე დისკუსია გაიმართა.