17 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი პირები და უკრაინის ქ. კრასნოარმეისკის დელეგაცია სტუმრობდა.

სტუმრებმა უნივერსიტეტის მატერიალურ ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს, ასევე მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ და გამოითქვა მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისათვის.