უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტის განიხილვა

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  საქართველოს განათლების მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს –  უმაღლესი განათლების მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსს  მამუკა ბერიაშვილსა და უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსს ნუგზარ ჩიტაიას უმასპინძლა. შეხვედრა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა, სადაც  სტუმრებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილეს.  განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ყველა ის სიახლე გააცნეს რაც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს და პროფესორ მასწავლებლებს პრეზენტაციის სახით, რეფორმის სამოქმედო გეგმა წარუდგინეს. კანონპროექტის განხილვის შემდეგ სტუმრებმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზა დაათვალიერეს.