დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხედრა  სტუდენტებთან   საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების თაობაზე .  უნივერსიტეტის  პროფესორ  –  მასწავლებლებმა  შეხვედრაზე  განიხილეს ახალი  საკონკურსო წლის დაწყების პროცესი, რომლიც ხორციელდება ერასმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში . პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ საერთაშორისო მობილობით  შვედეთში , პოლონეთში, საფრანგეთში,  იტალიასა და პორტუგალიაში.  ამ   ეტაპზე პირველი ერასმუსელი სტუდენტი,  რომელიც ზუგდიდის შოთა მესხიას   სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის სახელს გაიტანს შვედეთში  არის ელენე ნადარაია, იგი გაცვლითი   პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში სწავლას გააგრძელებს მალმოს უნივერსიტეტში. დღეს ელენე ნადარაიამ ისაუბრა     მისი სწავლისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ . შეხვედრაზე  უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა  თეონა ხუფენიამ      სტუდენტებს  ტემპუსის პროგრამის ფარგლებში  დაგეგმილი  ღონისძიებები გააცნო. შოთა მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის სრუფლებიანი წევრი გახდა. უნივერსიტეტი წელს პირველად უმასპინძლებს  ტემპუსის პროგრამის ექსპერტებსა და ტემპუსის პროექტში ჩართულ საქართველოს  უნივერსიტეტების წარმომადგენლემს.