დღეს შოთა მესხიას  ზუგდიდის  სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო შეხვედრა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან. სტუმრებმა  საკუთრი ორგანიზაციის  „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ პრეზენტაცია გამართეს.   მოგვიანებით  კი შედგა თომა  ჩაგელიშვილის ფილმის „დიდი შეცდომა“ ჩვენება, რომლის შემდეგაც შეკრებილებმა ფილმი განიხილეს.  შეხვედრის დასასრულს,საჩვენებელი დებატები გაიმართა ღია ცის ქვეშ თმაზე: „საქართველოში სამხედო სამსახური უნდა იყოს საკონტრაქტო“. სტუდენტები სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ.