მიმდინარე წლის 21-23 ივლისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახლემწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Tempus-ის პროგრამის ფარგლებში შედგა ექსპერტების შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვივნენ უნგრეთის (კორვინუსის უნივერსიტეტი), ვილნიუსის უნივერსიტეტის (პროგრამის მთავარი კოორდინატორი), დიდი ბრიტანეთის (ესესის უნივერსიტეტი) და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის უნივერსიტეტი, ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტი) წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იყო 2013 წლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების ფარგლებში კითხვარების შემუშავება სტუდენტებისა და ტრენერებისთვის. სამუშაო შეხვედრის პირველი დღის სამუშაო საქმიანობები ჩატარდა სასტუმრო „ანაკლიაში“, ხოლო მეორე დღეს, 23 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.