23 ივლისს შოთა მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტეტის  ადმინისტრაციამ და თვითმმართველობამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს დაუვიწყარი გაცილება მოუწყო და მოწვეულ სტუმრებს გრანდიოზული საღამოთი უმასპინძლა. განსაკუთრებული ემოციის ქვეშ მაინც სტუდენტები იმყოფებოდნენ, ის სტუდენტები რომლებსაც უნივერსიტეტის ისტროიაში წელს პირველად ხვდათ წილად ჩეცვათ ბაკალავრის მანტია. სპეციალურ  მანტიებში ჩაცმულმა  კურსდამთავრებულებმა მაყურებელზეც განსაკუთრებული  შთაბეჭდილება  მოახდინეს. უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება  სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა  თეონა ხუფენიამ  მიულოცა.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა  მოღვაწეობის მანძილზე თამამად თქვა საკუთარი სათქმელი საზოგადოების წინაშე, ეს სათქმელი მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთი სურვილით კიდევ უფრო ხმამაღლა გაახმოვანეს და უნივერსიტეტსა და  კურსდამთავრებულებს მომავალი წარმატებისკენ გზა დაულოცეს.

შოთა მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულების გაცილების საზეიმო ცერემონიალი ლაზერ შოუთი და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.