საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით ფილარმონიაში პროფესიული განათლების ფესტივალი გაიხსნა სახელწოდებით - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა.

ფესტივალის მიზანი იყო, პროფესიული განათლების მიღების მსურველები და მათი მშობლები პირისპირ შეხვედროდნენ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებს და მათგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროგრამების შესახებ.