შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთათვის დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში 25 სექტემბერს მოეწყობა შემეცნებით საგანმანათლებლო ექსკურსია მარტვილში, ჭყონდიდელობასთან დაკავშირებით, რასაც წინ უსწრებდა, 24 სექტემბერს, საჯარო ლექცია  თემაზე  ,,გიორგი ჭყონდიდელის ცხოვრება და მოღვაწეობა“, რომელიც წაიკითხა პროფესორმა ავთანდილ თორდიამ.