27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საჯარო ლექცია წაიკითხა ისტორიკოსმა ზაზა გაბისონიამ. ლექცია შეეხებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობას, კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიას.