მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნონა კუპრეიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,ტოტალიტარიზმი და XX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს სოციო-კულტურული მოვლენები“. ასევე შედგა ნონა კუპრეიშვილის წიგნის: ,,სიტყვის დეგუსტაცია“ პრეზენტაცია.