მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის ინიციატივით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საჯარო ლექცია წაიკითხა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის პროფესორმა კახა ვაჭარაძემ, თემაზე: ,,შევაჩეროთ ტუბერკულოზი ჩვენს ცხოვრებაში“.