შიდსთან ბრძოლის კვირეული  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო კონფერენციით და ფორუმით გაიხსნა. 

უნივესიტეტის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილმა სტუდენტებმა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა აივ-შიდსის თემაზე მოხსენება წაიკითხეს. პარალელურად სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებელებს შესაძლებლობა ჰქონდათ აივ-ტესტი უფასოდ და ანონიმურობის სრული დაცვით ჩაეტარებინათ.