ძირითადი ფუნქციები

მიმდინარეობს საიტის განახლება

 

კანცელარიის ფუნქციაა:

ა) სასწავლო უნივერსიტეტში შემოსული და სასწავლო უნივერსიტეტიდან გასული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრირება, საექსპედიციო დამუშავება, სააღრიცხვო სამუშაოთა შესრულება, დანიშნულებისამებრ გადაცემა-დაგზავნა;

ბ) კორესპონდენციის დადგენილ ვადაში გაფორმების და დოკუმენტების კონტროლზე აყვანის ორგანიზაცია,   დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი და ანალიზი, შედეგების შესახებ ცნობების განზოგადება და ხელმძღვანელობის სისტემატიური ინფორმირება;

გ) სასწავლო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმღვანელის სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, შენახვა, შემსრულებლებისათვისა და დაინტერესებული პირებისათვის ასლების გაცემა/დაგზავნა;

დ) კანცელარიაში არსებული დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა - დაბეჭდვის, ასლის გადაღებისა და  გამრავლების ორგანიზება, დოკუმენტების ბლანკების შემუშავება;

ე) სასწავლო უნივერსიტეტის საქმეთა ნომენკლატური შემუშავება, რეგისტრირებული დოკუმენტების შენახვა, არქივში გადაცემა და ჩამოწერის ორგანიზაცია;

  ვ) კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის კანცელარიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ზ) სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით და სასწავლო უნივერსიტეტის აქტებით განსაზღვნული სხვა ფუნქციები.