უნივერსიტეტის გერბი / ლოგო

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლოგო წარმოადგენს ქვიშის საათს, დრო წარმავალია, რომელსაც მარადიულობად გადააქცევს სიბრძნე. სასწავლო უნივერსიტეტის ლოგო სამი ძირითადი ფერითაა წარმოდგენილი: თეთრი წითელი და ლურჯი.

  • თეთრი ნათლის სიმბოლოა, ცოდნა ნათელია.
  • წითელი ფერი ნათლის ხორცშესხმაა, განხორციელებული ნათელი – ახალგაზრდობა.
  • ლურჯი ფერი კი სიბრძნის განსახიერებაა.

უნივერსიტეტის ლოგოს საქართველოს დროშა კრავს, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მომავალი.
დრო, რომელსაც ცოდნის ძიებაში გაატარებთ ჩვენთან ერთად , გაზიარებთ სიბრძნეს საქართველოს მომავლისათვის.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის  პროფესორი

ბ. მოსია