დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე  პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს შეხვდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საგანმანათლებლო ინიციატივები გააცნო. საგანმანათლებლო ინიციატივები შეეხო რამდენიმე მიმართულებას, საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას, საჯარო სექტორში სტუდენტთა სტაჟირებასა და პრაქტიკას, სოციალურად დაუცველი სტუდენტების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. შეხვედრაზე მოსმენილ იქნა ინფორმაცია უნივერსიტეტის წარმატებებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის პერსპექტივების შესახებ. ნინო კობახიძემ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და მაღალი შეფასება მისცა.