2014 წლის 11 აპრილს ,,შერატონ ბათუმში“, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ,,დასაქმების ფორუმში“ მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის მთავარი მიზანი იყო წამყვანი კომპანიებისთვის ახალი კადრების მოძიება და კონკრეტულ ვაკანსიებზე სტუდენტების დასაქმება.