02.05.2014 საქართველოს პროგრესული ფორუმი

მიმდინარეობს საიტის განახლება

ინფორამაცია ორგანიზაციის შესახებ:

,,საქართველოს პროგრესული ფორუმი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია სოციალ-დემოკრატიული ღირებულებებზე და მის ერთ–ერთ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის გაძლიერება, რომლის დროსაც საზოგადოება აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფოს ცხოვრებაში, უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობა, როგორც ცენტრალურ ისე რეგიონულ დონეებზე. ,,საქართველოს პროგრესული ფორუმი“ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან და ფონდებთან. ორგანიზაცია ხელს უწყობს ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობას და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ინფორმაცია სემინარების შესახებ:

„საქართველოს პროგრესული ფორუმი“  ფრიდრიხ ებერტის ფონდის (გერმანია) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „პროგრესული იდეების სკოლა“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობისთვის იწვევს აქტიურ და მოტივირებულ ახალგაზრდებს.

„პროგრესული იდეების სკოლა“ წარმოადგენს სამ ეტაპიან საგანმანათლებლო პროექტს, რომლის პირველი ეტაპი გაიმართება საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში

  • თბილისი - 17-18 მაისი; 24-25 მაისი; 21-22 ივნისი; 28-29 ივნისი.
  • გორი - 31 მაისი - 1 ივნისი
  • ბათუმი - 7-8 ივნისი
  • თელავი - 7-8 ივნისი
  • ქუთაისი - 21-22ივნისი
  • ზუგდიდი - 28-29 ივნისი

პროექტის მეორე ეტაპზე ჩატარდება გასვლითი სემინარი, ხოლო დასკვნითი ეტაპი გაიმართება გერმანიის ქალაქ ბერლინში.

პირველი ეტაპზე გაიმართება 2 დღიანი სემინარი, რომელიც მოიცავს სოციალ-დემოკრატიის შესახებ საბაზისო ინფორმაციას:

  • სოციალ-დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებები და მათი შედარება სხვა იდეოლოგიებთან (ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი);
  • სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებები და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შედარება;
  • სოციალ დემოკრატიის ისტორია (მათ შორის საქართველოს გამოცდილება);

სემინარებზე მიღებული ცოდნის საფუძველზე, მონაწილეებმა სოციალ-დემოკრატიულ თემატიკაზე უნდა დაწერონ 2-3 გვერდიანი ესსე, საიდანაც მეორე ეტაპზე მონაწილეობისათვის შეირჩევა 20 საუკეთესო ესსეს ავტორი, რომლებიც სექტემბრის პირველ ნახევარში გაივლიან  4 დღიან გასვლით ჩაღრმავებული ტიპის სემინარს. გასვლითი სემინარი ჩატარდება ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.

მეორე ეტაპის დასრულებისას მონაწილეები სოციალ-დემოკრატიული მიდგომებით შეიმუშავებენ ე.წ. Policy Paper–ებს, რის საფუძველზეც მესამე ეტაპისათვის შეირჩევა 4 საუკეთესო Policy Paper-ის ავტორი, რომელიც სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება გერმანიის ქალაქ ბერლინში და ადგილზე გაეცნობა წარმატებული სოციალ-დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას.

* მონაწილეების მგზავრობის და განთავსების ხარჯები ანაზღაურდება ორგანიზაციის მიერ.

თითოეული ეტაპის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.

პროექტის მონაწილეობისთვის გთხოვთ მოგვაწოდოთ სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ თანდართული დოკუმენტი) 4 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: school@progressive.ge.

გთხოვთ „Subject“ გრაფაში მიუთითოთ „პროგრესული იდეების სკოლა“ და ქალაქი, რომელშიც გსურთ სემინარის გავლა.

დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე:

ელ.ფოსტა: school@progressive.ge

ტელეფონი: (995) 32 2 251976; (995) 593 000 750