12 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტონეთის ელჩი საქართველოში  ბატონი პრიტ ტურკი  და მაგთიკომის პრეზიდენტი ბატონი დევიდ ლიი ესტუმრნენ. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა სემინარი ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით. შეხვედრა მოეწყო საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ინიციატივითა და საქართველოს სავაჭრო –სამრეწველო პალატის პარტნიორობით.