მიმდინარე წლის 12 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს  პოლონეთიდან, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ეწვია, რომელიც უნივერსიტეტში მოქმედი ერთ–ერთი საერთაშორისო პროექტის მთავარი კოორდინატორია. აღნიშნული ვიზიტის მიზანი იყო სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი ERASMUS MUNDUS  პროგრამის ფარგლებში  EMINENCE I & EMINENCE II პროექტების დისემინაცია. პროექტის მთავარმა კოორდინატორმა კატარჟინა ჰადასმა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს  პროგრამაზე  რეგისტრაციის  სახელმძღვანელო და პირობები გააცნო,ასევე 2014 წლის ოქტომბერში სარეგისტრაციო პერიოდისთვის მოსამზადებელი საქმიანობებიც.  ვიზიტის ფარგლებში  შეხვდა წელს ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში შვედეთსა და რუმინეთში გასამგზავრებელ  სტუდენტებს,  გაესაუბრა   იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც მათ  მობილობის ფარგლებში ელოდებათ,გაამხნევა და წარმატებები უსურვა.