შოთა  მესხიას  ზუგდიდის  სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების განყოფილებას (სენაკი) გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელი  საქართველოში სიმონე  ვოკენი , საქართველოს  განათლების  და  მეცნიერების  მინისტრის  პირველი  მოადგილე  ქეთევან  ნატრიაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე  მამუკა ცოტნიაშვილი ეწვივნენ. დაათვალიერეს ფერმერთა საკონსულტაციო  ცენტრი  და  ინოვაციური  სათბურები,  სადაც  UNDP –ს  მიერ ხელშეწყობილი და დაფინანსებული პროექტები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან   თანამშრომლობით   ხორციელდება.  შეხვდნენ  ფერმერებსა და პროფესიული  მიმართულების  პროფესორ  მასწავლებლებს.

ინოვაციური პროეკტების  დანიშნულებაა სოფლის  მეურნეობაში თანამედროვე  ტექნოლოგიების  დანერგვა. ამ პროექტებში   ჩართულობით  უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების  საგანმანათლებლო  პროგრამების  სტუდენტები  აქტიურ პრაქტიკას გადიან.