საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა.შეხვედრის მიზანი იყო მინისტრს პირადად გაეცნო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის  მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებზე, შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა.ასევე მნიშვნელოვანი იყო  უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გაცნობა. მინისტრმა ყურადგება გაამახვილა უნივერსიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

უნივერსიტეტის რექტორმა  პროფესორმა თეონა  ხუფენიამ    განათლებისა  და მეცნიერების  მინისტრს მადლობა გადაუხადა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის.