მიმდინარე წლის 28 ივნისს გადაცემა ,,ეტალონში“ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოავლინეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. მოთამაშეების საგულშემატკივროდ სტუდიაში  უნივერსიტეტის  ადმინისტრაცია  და  პროფესორ – მასწავლებლები  შეიკრიბნენ.  სტუდენტების განწყობაზე  ზუგდიდიდან   ჩამოსულმა სახელმწიფო ანსამბლმა ,,ოდოიამ“ იზრუნა. ეტალონში გამარჯვებულ ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მე–4 კურსის სტუდენტს  თათია აბლოთიას სილკნეტის სტრატეგიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა  ილია  ენუქაშვილმა  სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და წარმატებები უსურვა.