მიმდინარე  წლის  18  ივლისს  შოთა მესხიას  ზუგდიდის სახემწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და თვითმმართველობამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს  დაუვიწყარი გაცილება მოუწყო. სპეციალურ მანტიებში ჩაცმულმა კურსდამთავრებულებმა მაყურებელზეც  განსაკუთრებული  შტაბეჭდილება  მოახდინეს. უნივერსიტეტის  რექტორმა, პროფესორმა  თეონა  ხუფენიამ  შეაჯამა  2013 – 2014  საწავლო  წელი  და  კურსდამთავრებულებს მომავალი წარმატებისკენ გზა დაულოცა. სტუდენტთა ინიციატივით  უნივერსიტეტის  შემოქმედმა  ჯგუფმა  ულამაზესი  სანახაობა  შესთავაზეს  მოწვეულ  სტუმრებს.

კურსდამთავრებულების  გაცილების  საზეიმო  ცერემონიალი ლაზერ  შოუთი ,კონცერტით და გრანდიოზული  ფეიერვერკით  დასრულდა.