დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მსოფლიო ფოლკლორისტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია ეძღვნება ბუნებრივი სულების გარშემო კვლევას და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კონფერენციის ორგანიზატორია ფოლკლორისტთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ბელა მოსია.

კონფრენციაში მონაწილეობენ  მსოფლიოს 13 ქვეყნის 32 წარმომადგენელი  საზოგადოება რწმენა – წარმოდგენის კომიტეტის პრეზიდენტ მირიან მენსეის ხელმძღვანელობით, ასევე ქართული ფოლკლორისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი რუსუდან ჩოლოყაშვილი, ბრიტანეთის ფოლკლორული საზოგადოების წევრი მერი ხუხუნეიშვილი.  კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია. კონფერენცია მისალმებით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა თეონა ხუფენიამ.

კონფერენცია გაგრძელდება 4 დღის განმავლობაში და დაიხურება 4 ოქტომბერს.