დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  სტუდენტებისათვის განკუთვნილ ახალ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.  კონკურსის– „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“  პირობები სტუდენტებს  ცენტრის ხელმძღვანელმა  მაია მიმინოშვილმა გააცნო.   “სტუდენტები თვითმმართველობისათვის”  პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ასევე, თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტით გათვალისწინებულია სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა, ანალიზი და განვითარების გეგმის შემუშავება.