დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მედიაპროექტ ,,ეტალონმა“ საინფორმაციო–გაცნობითი შეხვედრა მოაწყო. შეხვედრის მიზანი იყო სოციალური-საგანმანათლებლო ფონის გაუმჯობესება, წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების მოტივირება.

სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ ,,ეტალონის“ ავტორი და გადაცემის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შეხვდა  უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ–მასწავლებლებს, ადმინისტრაციას და სტუდენტებს.