მიმდინარე წლის 29 – 30 ოქტომბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი ერაზმუსის პროექტის EFFORT პროგრამის წლიური კონსორციუმი,  რომელსაც  დაესწრნენ  წარმომადგენლები EFFORT – ის პროგრამის : ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან: საბერძნეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია,  პოლონეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, ბრიტანეთი.  კონსორციუმის  არაევროკავშირის  წევრი  ქვეყნები: საქართველო, სომხეთი, აზეიბაიჯანი, მოლდავეთი, ბელორუსია, უკრაინა. 

        კონსორციუმზე  შეჯამებულ  იქნა  გასული  წლის  საქმიანობა და ასევე დაისახა 2014 – 2015 სასწავლო წლის გაცვლითი პროგრამების მიზნები და სიახლეები. განსაკუთრებით  ხაზი  გაესვა  აფხაზეთიდან  დევნილი სტუდენტებისთვის შეუზღუდავ მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში, რაც უნივერსიტეტის უდიდეს მონაპოვრად  ითვლება  სტრატეგიული გეგმის  ფარგლებში.