დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია. 2014  წელს  უნივერსიტეტმა  კომპარატივისტული ლიტერატურის  ასოციაციასთან  ერთად  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კომპარატივისტიკისა და თეორიული კვლევების განყოფილების უფროს მეცნიერ – თანამშრომლის  პროფესორ ვენერა კავთიაშვილის რედაქტირებით მოამზადა და გამოსცა ერთობლივი ნაშრომი ,,კომპარატივისტული კვლევები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების  პროფესორების  ინიციატივით – პროფესორი  თინათინ ბიგანიშვილი, პროფესორი ბელა მოსია, პროფესორი ზეინაბ  სარია,პროფესორი  ხათუნა გოგია, პროფესორი  ნესტან  ფიფია,  პროფესორი  თამთა  გოგია.