მიმდინარე წლის 5 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნა კარიერის ცენტრი. ცენტრის მისიაა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შესთავაზოს მრავალფეროვანი სერვისები მათი დასაქმების შესაძლებლობის გაზრდისა და პროფესიული წარმატების მისაღწევად. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებისა და რეგისტრაციის დეტალების შესახებ.