მიმდინარე წლის 10  დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით შეხვედრა მოეწყო ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. მოსწავლეებს უნივერსიტეტში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო რექტორმა თეონა ხუფენიამ.