დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს იურისტთა ასოციაციამ მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების ინსტიტუტთან ერთად მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე დამსწრე პირებს ორგანიზაციამ გააცნო მიგრაციაზე ევროკავშირის ქვეყნებში სავიზო პროცედურებისა და ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ.