მიმდინარე წლის 16  დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამართა საჯარო ლექცია თემაზე: „1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია-საზოგადოების ქვაკუთხედი“. შეხვედრაზე საუბარი იყო ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნე­ლობასა და შინაარსზე.