დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,საქართველოს ახალგაზრდა  კონსტიტუციონალისტთა  ასოციაციაციამ,“ ,,ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით, პროექტის ,,სტუდენტები თავისუფლებისთვის” ფარგლებში შეხვედრა მოაწყო. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა სტუდენტური თვითმართველობების სხვადასხვა მოდელები განიხილეს და საკუთარი აზრი დააფიქსირეს. მათ ასევე სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაუტარდათ სტუდენტური თვითმართველობის საკითხთან დაკავშირებით.

პროექტის მთავარი მიზანია სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა და სტუდენტების უშუალო ჩართულობით შემუშავებული კანონპროექტის მომზადება, რომელიც რეკომენდაციის სახით სახელისუფლებო ორგანოებს წარედგინება. 

,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაცია“  პროექტს საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში (თბილისი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი) ახორციელებს.