დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სოციალური კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. კამპანია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით.