მიმდინარე  წლის 15 იანვარს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით საახალწლო კარნავალი გაიმართა. დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის შემოქმედმა გუნდმა გრანდიოზული სანახაობა შესთავაზა  მოწვეულ  სტუმრებს.