20.01.2015 მობილობის პროცესი 23 იანვარს დაიწყება...

მიმდინარეობს საიტის განახლება

ანისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები

 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:

  1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2015 წლის 13 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით.
  2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2015 წლის 23 იანვრიდან 5 თებერვლის 18:30 საათამდე.
  3. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განხადებების რეგისტრაციისა  და სტუდენტის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის ვადა 23 იანვრიდან 15 თებერვლის  ჩათვლით.
  4. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა - 2015 წლის 9 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით.

 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე,
  2. სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი,
  3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად,)
  4. ეეგ სერტიფიკატის ქსეროასლი,
  5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები,
  6. სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი (ბიჭებისათვის),
  7. პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები.

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს  2014 წლის 23 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო სამსახურში  (მე-2 სართული, აუდიტ.  №214 ).

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:   591324242