დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის"  წარმომადგენლებმა ლექცია– სემინარი გამართეს თემაზე: ,, თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება – კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი ." ლექცია – სემინარის კურსი წაიკითხეს ,, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის " პრეზიდენტმა, ეკონომიკის დოქტორმა რამაზ გერლიანმა, ცენტრის დამფუძნებელმა თსუ – ს  დოქტორმა მათე ქარდავამ და პროექტების დირექტორმა  ამირან კაპანაძემ.