შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს 2015-2016 სასწავლო წლისთვის ERASMUS MUNDUS-ის მიმდინარე პროექტების HERMES-ისა და EMINENCE-ის ფარგლებში შემდეგი გამარჯვებულები ჰყავს: მაკა ჯიქია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია), ლანა ლაგვილავა ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ლელა ჭკადუა და თამარ ფიფია ათენის ეროვნული და კაპოდისტრიანის უნივერსიტეტი (საბერძნეთი).

 ამავე წელს  ERASMUS MUNDUS-ის ფარგლებში სასწავლო უნივერისტეტს  პირველად ეყოლება მოწვეული აკადემიური პერსონალი იტალიიდან და პოლონეთიდან, რომლებიც თავიანთ სამეცნიერო საქმიანობას გამართავენ ერთობლივად სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად.