მიმდინარე წლის 14 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება. ასევე  ღონისძიების ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ქართველი მწრელისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისთავს. სტუდენტური კონფერენცა  საზეიმოდ გახისნება 1 მაისს. ასევე ჩატარდება საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციები. დასკვნით კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები წახალისდებიან და დაჯილდოვდებიან სიგელებით, დიპლომებით და საჩუქრებით.