მიმდინარე წლის 20-21 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, საერთაშორისო პროგრამა ტემპუსის, PICASA პროექტის ფარგლებში, სტუმრად ეწვია მიმდინარე პროექტის მონიტორინგის ჯგუფის წევრი ელენა მაზაი იტალიიდან. მისი სამუშაო გეგმის ნაწილია სასწავლო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის საქმიანობაში დღემდე განხორციელებული საქმიანობების მონიტორინგი. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფი მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში იმუშავებს საქართველოს ოთხ სახელმწიფო უნივერსიტეტში და ევროკავშირს წარუდგენენ ინტერნაციონალიზაციის პროცესის ანგარიშს. ქალბატონი ელენა შეხვდა პროექტში ჩართულ სამუშაო ჯგუფს და სამუშაო შეხვედრაზე ერთობლივად განხილულ იქნა როგორც დღემდე გაწეული საქმიანობები ასევე სამომავლო გეგმები.