დღეს შოთა მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საიას ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით,  გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე- "სამართალდამცავთა მიერ საგამოძიებო და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების კანონიერად წარმოების პრაქტიკული მნიშვნელობა". საჯარო ლექციის  მიზანია იურისტ სტუდენტთა პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება. საჯარო ლექციას წაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართლის სკოლის უფროსის მოადგილემ, პროფესორმა რამაზ კვარაცხელიამ.