დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ,, ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი – დეპუტატები სამეგრელო – ზემო სვანეთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის ბოლოს სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ინიციატივით პარლამენტარებმა უნივერსიტეტის სასწავლო სახელოსნო დაათვალიერეს. საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ საჯარო შეხვედრა ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI )  ორგანიზებით და აშშ – ის  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.