09.05.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობა ევროპის კვირეულში

მიმდინარეობს საიტის განახლება

 9 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლობამ ევროპის დღესთან დაკავშირებით პირველი საჯარო სკოლის ეზოში საინტერესო ღონისძიებები ჩაატარა, მათ შორის შეჯიბრებები ფრენბურთსა და ფეხბურთში, რომლებშიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ პირველი საპრიზო ადგილები დაიკავეს და დაჯილდოვდნენ მედლებით.